06:07 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1684)
23910

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღარ აქვეყნებს ინფორმაციას COVID-19-სგან განკურნებულთა რაოდენობის შესახებ, თურქმენეთის პრეზიდენტი სიტყვა „კორონავირუსს“ კრძალავს და მოსახლეობას მცენარე მარიამსაკმელას კვამლის შესუნთქვას ურჩევს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს 180 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 859 796 კაცი შეადგინა. აქედან გარდაცვლილია 42 341 და განკურნებულია 178 301 ადამიანი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 189 618 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (105 792), მესამეზე – ესპანეთი (95 923). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 48-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 31 მარტი–1 აპრილის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი შეერთებულ შტატებში გაფრინდა სამედიცინო ტექნიკისა და დამცავი საშუალებების ჩასატანად;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღარ აქვეყნებს ინფორმაციას COVID-19-სგან განკურნებულთა რაოდენობის შესახებ. ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზაციას მონაცემებს ყველა ქვეყანა არ აწვდის;
  • სპორტული ავტომობილების მწარმობელი იტალიური კომპანია Automobili Lamborghini თავისი ქარხნების ნაწილს ქირურგიული ნიღბებისა და სახის დამცავი ეკრანების წარმოებაზე გადაიყვანს;
  • თურქმენეთმა აკრძალა მედიასაშუალებებში სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება, ხოლო ჯანდაცვის ბროშურებში, სადაც მანამდე დაავადებას „ახალ ინფექციად“ იხსენიებდნენ, ახლა საუბარია ზოგად მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებზე. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ გზით ცდილობს დაუმალოს საკუთარ მოსახლეობას ინფორმაცია პანდემიის შესახებ, რითიც მათ საფრთხის წინაშე აყენებს. ოფიციალურად ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ხოლო პრეზიდენტი ბერდიმუჰამედოვი მოქალაქეებს ინფექციის წინააღმდეგ ხალხური საშუალების — მცენარე მარიამსაკმელას კვამლის გამოყენებას ურჩევს;
  • აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში უახლოესი ორი კვირა „ძალიან მძიმე და მტკივნეული იქნება“;
  • კორონავირუსთან დაკავშირებული საპირველაპრილო ხუმრობებისა და ახალი ამბების გავრცელება, ტაილანდის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ხუმარას“ დიდ ჯარიმად (დაახლოებით 1 300 აშშ დოლარი) ან სულაც ორ წლამდე პატიმრობად დაუჯდება;
  • ჩრდილოეთ კავაკსიის ყველა რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა...

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1684)

მთავარი თემები