კალაძე სასულიერო პირებს: გთხოვთ, მრევლს მოუწოდოთ, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ

© Sputnik / STRINGERმომლოცველები ეკლესიის ეზოში
მომლოცველები ეკლესიის ეზოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება ის საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს – მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ტაძარი ნარიყალაზე - Sputnik საქართველო
სასულიერო პირები მზად არიან ყველა მსურველი და დაავადებული ადამიანი სახლებში აზიარონ

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვას წარმოადგენს.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 22, კარანტინში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტია.

კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა.

„ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან“, – აღნიშნა კალაძემ.

როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვისაც და ეკლესიისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა და სწორედ სასულიერო პირებთან კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლმა გარეთ ყოფნა შეძლოს. 

დისტანციის დაცვა ეკლესიაში - Sputnik საქართველო
„ჩვენ ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან“ - გახარია მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულზე

„ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. რადგან მე ვერ წარმომიდგენია, ისევე, როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სინოდი ეთანხმება იმას, რომ მორწმუნეებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები უნდა დაიცვან. ამასთან, შესაძლოა, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში რაიმე რეკომენდაციები უფრო დაზუსტდეს და ლოცვა-კურთხევით სავალდებულო შესასრულებელი გახდეს.

მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება ის საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ცნობილია, რომ ქართული ეკლესია ზიარების წესის გადახედვას არ აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0