„ჩვენ ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან“ - გახარია მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულზე

© Sputnik / STRINGERდისტანციის დაცვა ეკლესიაში
დისტანციის დაცვა ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ეკლესიასთან და იმედოვნებს, რომ მისი მხრიდან ვითარება ადეკვატურად შეფასდება

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. როდესაც საქმე ეხება მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მთავრობა იპოვის კომპრომისს ეკლესიასთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობისთვისაც და ეკლესიისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა.

პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედებს მთავრობა მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.

„ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. რადგან მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, კომუნიკაცია იყო ეკლესიასთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება. ამ კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლმა გარეთ ყოფნა შეძლოს.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 კაცს მიაღწია.

ასიდან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 4978 ადამიანი, სტაციონარში - 266.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი გამოაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში შედის 31 მარტის დილის 08:00 საათიდან. გამოცხადდა ასევე კომენდანტის საათი 21:00 სთ-დან 06:00 საათამდე.

შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაწესდა ტაქსის მუშაობის მკაცრი რეგლამენტი: არაუმეტეს ორი მგზავრისა უკანა სავარძელზე. ჩაიკეტა ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი.

ყველა მოქალაქეს გარეთ გასვლისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ყველას, განსაკუთრებით ასაკოვანი მოქალაქეებისთვის გარეთ გასვლა დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

როგორც ცნობილია, 21 მარტიდან მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ერთი თვით. ბოლო დრომდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებდა მხოლოდ ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში.

ყველა ახალი ამბავი
0