საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა

© photo: Sputnikთნგიზ ცერცვაძე
თნგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში ქართველი ეპიდემიოლოგების გამოცდილების გაზიარების მიზნით მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველდღიურად უკავშირდებიან.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 97-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4876 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 264 პაციენტია. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ქართველი ეპიდემიოლოგების გამოცდილების გაზიარების მიზნით მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველდღიურად უკავშირდებიან.

„არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ – არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან – გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, აშშ-დან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, – განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან უცხოელებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ორი კვირით საზღვარი დაკეტა. 21 მარტს კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.

საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. ორივე რაიონში ჯამში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0