თბილისის მერია: მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ

© Sputnik / Alex Shlamovავტობუსის მძღოლი
ავტობუსის მძღოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 მარტიდან ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ჯანმომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა  ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება.

„რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან და თავიანთ სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივ მიიღებენ“, – განაცხადა კალაძემ.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0