ჯანმომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა

© Sputnik / Shota Nozadzeსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ზედმიწევნით მიჰყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებს მაღალი შეფასება მისცა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
აშშ-ში საქართველოს 62 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეიესუსს. საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსის დაძლევის პროცესში ორგანიზაცია საქართველოს კვლავ აქტიურად გაუწევს ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას.

სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით მიჰყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის აზრით, კორონავირუსთან ბრძოლაში ასეთი წარმატება მაღალი პოლიტიკური ნებისა და ჯანმოსთან თანამშრომლობისთვის საქართველოს მზადყოფნის გამოხატულებაა.

ჯანმოს ბოლო ცნობით, მსოფლიოში 31 მარტისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა, დაიღუპა 38 714. ვირუსი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ყველა ახალი ამბავი
0