როდის მიიღებს საქართველო ინფექციის გამოსავლენად საჭირო კარტრიჯებს

© photo: Sputnik / Kirill Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო PCR–ტესტებისა და სხვა საჭირო პროდუქციის მარაგების შევსებაზე მუშაობს და დეფიციტის რისკს ვერ ხედავს.

თბილისი,  31 მარტი — Sputnik. აპრილის ბოლოს საქართველოს პასუხი ექნება „ცეფეიდისგან“ – ინფექციური დაავადებების გამოვლენისთვის აუცილებელი კარტრიჯების მწარმოებელი ერთადერთი კომპანიისგან, თუ როდის შეძლებს ქვეყანა პროდუქციის მიღებას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე. 

ტესტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, კომპანია „ცეფეიდის“ პასუხის მოლოდინშია.

 „ის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს „ცეფეიდის“ სათაო ოფისთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით და დროულად დასრულდეს. ქვეყანა არის იმ სხვა ქვეყნებთან ერთად გარკვეული მოლოდინის რეჟიმში, ანუ რიგია „ცეფეიდის“ კარტრიჯებზე და იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოსკენ უკვე გვექნება კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიღებს ქვეყანა კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას ცხელების კლინიკებში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი სიტყვებით, საქართველოში 2 ათასი ექსპრეს–ტესტი კვირას ჩამოვიდა.

 „დღეს ჩვენ ექსპერტების ჯგუფს შევხვდებით იმისთვის, რომ განვსაზღვროთ თუ რომელ კლინიკებში მოხდება მათი გამოყენება. ასევე, არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხებს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა, ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომანიებთან მოლაპარაკებებს, გაბუნიას თქმით, მოლაპარაკებები ძირითადად ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან მიმდინარეობს, რომლებიც ტესტების უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად მოწოდებას გვპირდებიან. 

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
„თიბისი ბანკი“ ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის 10 ათას ექსპრეს-ტესტს აჩუქებს

დღეს მსოფლიოში ტესტების ორი სახეობა არსებობს, რომელთა საშუალებითაც კორონავირუსის გამოვლენა ხდება. ძირითადი, PCR მეთოდით (მოლეკულურ–გენეტიკური დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტის მეთოდი, რომელიც  სხვადასხვა ინფექციური და მემკვიდრეობითი დაავადებების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა) შესაძლებელია  ვირუსის საწყის ეტაპზე გამოვლენა, ვიდრე სიმპტომები იქნება გამოხატული, თუმცა, პასუხის მიღება რამდენიმე საათში ხდება. მეორე სახეობაა სწრაფი ან ექსპრეს–ტესტები, რომლითაც  ვირუსი 3–7 დღეში ვლინდება.

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო PCR–ტესტებისა და სხვა საჭირო პროდუქციის მარაგების შევსებაზე მუშაობს და დეფიციტის რისკს ვერ ხედავს.

 „ამ ეტაპზე საკმაო მარაგი გვაქვს და ჩვენ მარაგის შევსებას უახლოეს დღეებში ველოდებით. ამიტომ, ჩვენს ხელთ არსებული პროგნოზისა და შეფასებებიდან გამომდინარე,  რისკის დეფიციტს პრაქტიკულად ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველომ  ექსპრეს–ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით ჩინურ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology–თან დადებული კონტრაქტი გააუქმა, რომლის პროდუქციის ხარისხში ესპანეთმა ეჭვი შეიტანა. საქართველომ აღნიშნულ კომპანიასთან შეთანხმების ანულირება მოახდინა.

ტესტების შერჩევა ინფექციონისტების რეკომენდაციებით ხდება.

საქართველოში კორონავირუსით დადასტურებული 110 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 21 გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0