საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

© REUTERS / Vincent Thianტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 278 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 278 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0