საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 98-მდე გაიზარდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ინფექციური კლინიკა
თბილისის ინფექციური კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 98-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი, ასევე გაიზარდა კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვიც – 4978.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 98-ს მიაღწია.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო

ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 266 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, კერძოდ, შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0