თბილისის მეტრო მუშაობას წყვეტს

გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 31 მარტიდან საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულიად იკრძალება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა – გამოცხადდა კარანტინი და კომენდანტის საათი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 31 მარტიდან საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება.

აღნიშნული შეზღუდვა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული.

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის წესების გამკაცრების ფარგლებში სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.

„სრულიად იკრძალება ნესბისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალსწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე“, – აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, 31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს. 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0