პრემიერი: საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა – გამოცხადდა კარანტინი და კომენდანტის საათი

© photo : Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის ერთადერთი ინსტრუმენტია სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, ხვალ, 21:00 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი, რომლის დროსაც აკრძალულია გადაადგილება.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის წესები გაამკაცრა.

პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის ერთადერთი ინსტრუმენტია სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, ხვალ 21:00 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი, რომლის დროსაც აკრძალულია გადაადგილება; ხოლო დილის 8 საათიდან ამოქმედდება კარანტინი.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
კონტროლი მკაცრდება – კახეთის შესასვლელებთან საგუშაგოების მოწყობა იგეგმება

„ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 8 საათიდან ამოქმედდება", – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქეს არა აქვს გააზრებული საშიშროება, რაც კორონავირუსს შეუძლია მოიტანოს. დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის მიუღებელი.

„ამ დროისათვის გვყავს 100 ინფიცირებული, ამასთან, გვყავს 18 გამოჯანმრთელებული. დინამიკა ზრდის არის შემაშფოთებელი. არის სამი პაციენტი, რომელთა ინფიცირების წარმომავლობას ვერ ვარკვევთ. ერთი შემთხვევა – სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია ინფიცირებული", – აღნიშნა პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში შეიძლება გავიმარჯვოთ ერთგვარი შეთანხმებით, რომ ეს არის ერთობრივი პრობლემა, გამოწვევა. მიღწეულმა წარმატებებმა არავის უნდა მისცეს მოდუნების საშუალება.

გახარიას განცხადებით, ასევე აიკრძალა ქუჩაში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების გამოსვლა, გარდა იშვიათი შემთხვევებისა.

ყველა ახალი ამბავი
0