„სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ“: რუხის კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება

© Photo: Georgian Goverment/ FB გიორგი გახარია რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში
გიორგი გახარია რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
28 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  85   ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  85 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 ადამიანია.

წვეთოვანი ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო მონაცემები ინფიცირებულების შესახებ

უწყების ცნობით, კორონავირუსისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკების მომზადება აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს რუხის მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გაეცნო.

რუხის კლინიკას ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურება შეუძლია, მას 10 ხელოვნური სუნთქვის აპარატი გადაეცა.  ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურით და საწოლებით საავადმყოფოს აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება.

„ეს არის მრავალფუნქციური საავადმყოფო საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით. ის დღემდე გაშვებული არ იყო და ვინაიდან დღეს გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ნახეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში კლინიკა შეძლებს მოემსახუროს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს... ასევე რეგიონში იფუნქციონირებს საკარანტინო ზონები. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ ეს ყველაფერი. მოვუწოდებ რეგიონის მკვიდრ თითოეულ მედიკოსს და ექიმს - სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
დაკრძალვა - Sputnik საქართველო
საქართველომ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუხის კლინიკა  რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის მზადდება.

„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხვევაში, მოახდინოს დიაგნოსტიკაც და ინფიცირებულთა მკურნალობაც. გარწმუნებთ, რომ რუხში არის ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

უწყების ცნობით, სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.

რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0