საქართველომ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

© Photo: carolynabooth / Pixabayდაკრძალვა
დაკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
28  მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.

აღნიშნული რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა.  25 მარტის ბრძანება, რომელსაც ხელს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღწერს, უკვე ძალაშია.

რეკომენდაციების მიხედვით,

  •        კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის წყალგაუმტარ ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
  •        ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
  •        სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
  •         საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.
  •         COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამირება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა.
მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

გადადის თუ არა კორონავირუსი გვამთან შეხებით, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი ამ ეტაპზე არ არსებობს. ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, ამის რისკი მცირეა, თუმცა სხვადასხვა ქვეყანა სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.

სასულიერო პირების განცხადებით, ქრისტიანული წესის თვალსაზრისით, ისინი ვერანაირ წინააღმდეგობას და პრობლემას ვერ ხედავენ აღნიშნულ რეკომენდაციებში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

28  მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4641, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 ადამიანია.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებს უცხოეთიდან კორონავირუსით გარდაცვლილი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენების პროცედურას. ჯანმოს ეს მოთხოვნა ყველა ქვეყანას ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0