თბილისი, 27 მარტი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული, რის შესახებაც თავად აცნობა საზოგადოებას.
Over the last 24 hours I have developed mild symptoms and tested positive for coronavirus.
— Boris Johnson #StayHomeSaveLives (@BorisJohnson) March 27, 2020
I am now self-isolating, but I will continue to lead the government’s response via video-conference as we fight this virus.
Together we will beat this. #StayHomeSaveLives pic.twitter.com/9Te6aFP0Ri
მანამდე ცნობილი გახდა, რომ COVID-19 ასევე დაუდგინდა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, 71 წლის პრინც ჩარლზს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი სიმპტომები განმივითარდა და კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვარ, მაგრამ ვაგრძელებ მთავრობის ხელმძღვანელობას ვიდეოკონფერენციების გზით... ერთად ჩვენ დავამარცხებთ მას. #StayHomeSaveLives“, – წერს პრემიერი საკუთარ Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველმა, ექიმმა პატრიკ ვალანსმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა ბრიტანეთის მოსახლეობას, ნებაყოფლობით დაინფიცირებულიყვნენ ახალი კორონავირუსით, რათა „ჯოგური იმუნიტეტი“ უფრო სწრაფად გამომუშავებოდათ.
დაავადდით COVID 19-ით: ექიმი ხალხს ნებაყოფლობით ინფიცირებისკენ მოუწოდებს>>
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებულია 11 816 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 580 და განიკურნა 150 პაციენტი.