მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაავადდით COVID 19-ით: ექიმი ხალხს ნებაყოფლობით ინფიცირებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ტესტ-სისტემები
კორონავირუსის ტესტ-სისტემები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველმა პატრიკ ვალანსმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით, დაინფიცირდნენ კორონავირუსით

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. კორონავირუსი COVID 19 შესაძლოა სეზონურ დაავადებად იქცეს და ამიტომ ბრიტანელებს ვურჩევ, დაინფიცირდნენ კორონავირუსით, რათა გამოიმუშავონ იმუნიტეტი, განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩევემა, ექიმმა პატრიკ ვალანსმა, გადმოსცემს BBC.

​ვალანსის თქმით, იმისათის, რომ ქვეყნის 65 მილიონიან მოსახლეობას მომდევნო წლებში კორონავირუსული ინფექციებისადმი „ჯოგური იმუნიტეტი“ გამოუმუშავდეს, საჭიროს რომ ინფიცირდეს მისი 60%.

„მიგვაჩნია, რომ ეს ვირუსი, დიდი ალბათობით, სეზონური გახდება. ადამიანები კი თანდათან ამტანები გახდებიან მის მიმართ და ეს იქნება კონტროლი მნიშვნელოვანი შემადგენელი გრძელვადიან პერსპექტივაში“, — აღნიშნა სამეცნიერო მრჩეველმა.  

ექსპერტის თქმით, მართალია COVID-19 „უსიამოვნო დაავადებაა“, მაგრამ ინფიცირებულების დიდი ნაწილი მსუბუქ ფორმაში გადაიტანს მას.

აღსანიშნავია, რომ პატრიკ ვალანსის იდეას მოსახლეობის კორონავირუსით მასობრივი ინფიცირების თაობაზე, მხარი დაუჭირა ზოგმა რუსმა ეპიდემიოლოგმაც.  ასე მაგალითად, ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრის წამყვანი მეცნიერის, ვიქტორ ლარიჩევის თქმით, ასეთ ნაბიჯებს ჩვეულებრივი აცრის ეფექტი ექნება.  

„ის იგივეა, რაც ვაქცინაცია... თუ ბევრი ადამიანი ინფიცირდება, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები, პოპულაციური იმუნიტეტი თანდათან გამომუშავდება. როცა ანტისხეულები ბევრი ადამიანის ორგნიზმში ჩნდება. ეპიდემია მთავრდება“, — განაცხადა ეპიდემიოლოგ-მიკრობიოლოგმა.

მისი თქმით, მართალია, ეს „ცოტა არ იყოს, თავისებური მეთოდია, მაგრამ მთლიანობაში აბსოლუტურად ადეკვატური იდეაა“. თუმცა იქვე ხაზი გაუსვა იმ უზარმაზარ რუსკებსაც, რომლებსაც COVID-19-ით ნებაყოფლობით ინფიცირებულები შეიძლება გადააწყდნენ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მსოფლიოს 139 ქვეყანაში დადასტურებულია COVID 19-ის 145 374 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 5 429, ხოლო განიკურნა 71 694 პაციენტი. 

ყველა ახალი ამბავი
0