თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ახლახან განახლდა.
ამ დროისათვის ინფიცირებულია 81 პირი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.
საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის აკრძალული ან შეზღუდულია რიგი მოქმედებები. დეტალურად ინფორმაციას ამის შესახებ გაეცანით აქ.