კორონავირუსი საქართველოში: თვითიზოლაციის დარღვევისთვის სამი პირი დაჯარიმდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის სამი პირი დააჯარიმა და იძულების წესით კარანტინში გადაიყვანა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პოლიციას უფლება აქვს თვითიზოლაციის დამრღვევი პირები არა მარტო კარანტინში გადაიყვანოს, არამედ 3 ათასი ლარით დააჯარიმოს. 

გოგონები პირბადეებსა და ხელთათმანებში - Sputnik საქართველო
საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ. ცხელების კლინიკები მომზადდება

უწყების ცნობით, კანონდარღვევის ფაქტები მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში გამოვლინდა.

შსს საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

პარასკევს პოლიციამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კონტროლის გამკაცრების დავალება მიიღო.

შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ამჟამად საავადმყოფოებში მკურნალობს 66 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა.

საქართველომ უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტა, საქართველოში დაბრუნების სურვილის მქონე თანამემამულეებისთვის კი სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნა. 

პრაღა - Sputnik საქართველო
ჩეხეთსა და სლოვაკეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყება ეხმარება

ასევე აიკრძალა მგზავრთა გადაყვანა – ყველა საერთაშორისო ავიარეისი, ავტობუსებით, სამარშრუტო ტაქსებითა და მატარებლებით გადაყვანა, გარდა შიდასაქალაქო ტრანსპორტისა.

ამასთან, ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა საჯარო დაწესებულებებისა და ყველა სავაჭრო ობიექტის მუშაობაზე. მუშაობის უფლება აქვთ სასურსათო მაღაზიებს, ზოომაღაზიებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებსა და აფთიაქებს. ამასთან, მაღაზიაში დაშვებულია ერთდროულად 3-დან 5 მომხმარებლამდე ყოფნა.

დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, აიკრძალა ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა. იგი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

უფრო მკაცრი ზომები მოქმედებს კარანტინის ზონაში – მარნეულსა და ბოლნისში.

ყველა ახალი ამბავი
0