Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს შეუერთდა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში"Россия сегодня"–ს შენობა მოსკოვში
Россия сегодня–ს შენობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე მოქალაქეთა ობიექტური და მაქსიმალურად ოპერატიული ინფორმირება მის დამარცხებაში დაგვეხმარება

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ შეუერთდა კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს, რომელიც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირმა, Яндекс–მა და Mail.ru Group-მა შექმნეს, იუწყება სააგენტოს პრესსამსახური.  

მილანი - Sputnik საქართველო
რუსეთი იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება

 „საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“  აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ალიანსის პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფაში“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში. 

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისა და „როსია სეგოდნიას“  პირველი ერთობლივი პროექტი კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გახდა „ახალი კორონავირუსული ინფექციის COVID-19-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმძღვანელოს“ პუბლიკაცია და რუსეთში გამოცემა. ესაა მსოფლიოში პირველი გამოცემა, რომელიც კომპლექსურად აღწერს ვირუსის პროფილაქტიკისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს, პაციენტების მოვლის გამოცდილებას.

სახელმძღვანელო შედგენილია ჩჟეძიანის პროვინციის საუნივერსიტეტო სკოლის აკადემიური კლინიკის მიერ ჩინეთის გამოცდილებისა და კლინიკური მონაცემების საფუძველზე. სახელმძღვანელო ოპერატიულად ითარგმნა და გამოიცა რუსეთში და უფასოდ ურიგდება სამკურნალო დაწესებულებებს და სპეციალისტებს. მისი გადმოწერა შესაძლებელია ინტერნეტითაც.

 „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისილიოვი დარწმუნებულია, რომ სააგენტო ყველა რესურსს აამოქმედებს კორონავირუსის შესახებ ადამიანების ინფორმირებისთვის.

 „ჩვენ გადავწყვიტეთ ალიანსთან შეერთება, რათა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები ადამიანებისთვის სანდო ინფორმაციის ოპერატიულად მისაწოდებლად ამ ურთულეს პერიოდში. ახლა ეს ჩვენი პროფესიული ვალია, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა კისილიოვმა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორი კირილ დმიტრიევი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დამარცხების აუცილებელი პირობაა მიმდინარე სიტუაციასა და ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ზომებზე მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მაქსიმალურად ოპერატიულად მიწოდება.  

 „როსია სეგოდნიას“ მაღალი პროფესიონალიზმი და ოპერატიულობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ალიანსს და მისი პროექტების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სააგენტომ უკვე გამოავლინა ახალი პრაქტიკების ძიებისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები. საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ შემადგენლობაში შემავალი РИА Новости  და Sputnik–ი  სანდო, ხარისხიანი ინფორმაციითა და ოპერატიულობით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ახლა ისინი ადამიანებისთვის ახალი ამბების ყველაზე სრულყოფილ წყაროს წარმოადგენენ“, - განაცხადა მან.

ყველა ახალი ამბავი
0