სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის რვაკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

© photo : courtesy of "Azeravtoyol"გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 197 808 ლარია, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე რვაკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

ავტობანის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ქუთაისის შემოვლით გზაზე ღამით მოძრაობა გადაიკეტება

პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის ფრეზირება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 197 808 ლარია, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის ამაღლების, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მშენებლობა აღმოსავლეთი–დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში ხორციელდება. 

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0