ქუთაისის შემოვლით გზაზე ღამით მოძრაობა გადაიკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობანის მშენებლობა
ავტობანის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა  ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძამდე 18 მარტს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
ჩინური კომპანიები რიკოთის უღელტეხილზე გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს დააგებენ

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქუთაისის შემოვლითი გზის IV ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა  ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა. რის გამოც, 2020 წლის  18 მარტს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე ბაშის კვანძიდან ახლასოფლის კვანძამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 216-ე კმ.  (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0