ჩინური კომპანიები რიკოთის უღელტეხილზე გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს დააგებენ

© photo: The Roads Department of Georgia / FBგზის ახალი მონაკვეთების მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარი მაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე ჩინური კომპანიები ოთხზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 14 ხიდსა და 12 გვირაბს ააშენებენ

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჩინური კომპანიები დაასრულებენ რიკოთის უღელტეხილზე შორაპანი-არგვეთას ბოლო, მეოთხე მონაკვეთის მშენებლობას, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზა რიკოთის უღელტეხილზე არის ნაწილი ავტომაგისტრალისა „აღმოსავლეთი-დასავლეთი“, ანუ ევროპული სატრანზიტო გზის Е-60. ის სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ყირგიზეთის ირკეშტმში სრულდება. საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

რიკოთის უღელტეხილზე აქტიურად შენდება ხიდები და გვირაბები >>

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიებთან - Guizhou Highway Engineering Group და China National Technical Import and Export Corporation.

უპრეცედენტო პროექტი

უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
რა სტადიაშია რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა: ქარსელაძის კომენტარი

შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ–იანი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 202 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო. გზის ამ მონაკვეთზე მოეწყობა ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი. სამუშაოების დასრულებისთვის სამი წელი დასჭირდება.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.

საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე იგეგმება 51,6 კილომეტრის სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის გაყვანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი. გზის მშენებლობა 2022 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

გზები პრიორიტეტშია

საქართველოს სატრანზიტო როლის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების უმეტესობა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ხმარდება. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს საგზაო ქსელის ინტეგრირებას საერთაშორისო საგზაო საკომუნიკაციო სისტემაში, გზების გამტარუნარიანობის გაზრდას, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და სატრანზიტო გადაზიდვების თვალსაზრისით საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
მთავრობის ამბიციური გეგმა: წითელი ხიდიდან სარფამდე 4,5 საათში ჩახვალთ

2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყო რეკორდული თანხა - 1,5 მილიარდი ლარი.

მთლიანობაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წელს სარემონტო სამუშაოები გზის დაახლოებით 800 კილომეტრზე ჩაატარა, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს. ასევე დასრულდა 52 ხიდის მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები.

საერთო ჯამში, წელს დეპარტამენტმა სარემონტო სამუშაოების განახლება-რემონტის კუთხით 200 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

ქვეყანაში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შვიდი ათასი კილომეტრის სიგრძის გზებია, 1600 ხიდი და 32 გვირაბია.

ვინ აშენებს

საქართველოში გზების მშენებლობა-რემონტს აქტიურად ახორციელებენ ჩინური კომპანიები. აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის ჩქაროსნულ მონაკვეთს რიკოთის უღელტეხილზე China State Construction Engineering Corporation Limited აშენებს.

გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ქვეშეთი-კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს

საქართველომ ასევე გააფორმა ხელშეკრულება ჩინურ კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-სთან, რომელიც ქვეშეთი-კობის ახალი 13-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთს ააშენებს, მათ შორის ცხრა კილომეტრიან გვირაბს საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით. გვირაბს გაიყვანენ ჯვრის უღელტეხილის ქვეშ – სოფელ წკერედან სოფელ კობამდე. გზა რთულ გეოგრაფიულ მარშრუტს აუვლის გვერდს, რომელიც ზამთარში დიდთოვლობით გამოირჩევა.

ასევე China Railway 23rd Bureau Group Co ხაშური-ზესტაფონის 40 კილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთს აშენებს.

ყველა ახალი ამბავი
0