კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალურ ფონდში სამ დღეში 12,5 მლნ ლარი შეგროვდა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ვალუტა
ქართული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური ფონდი, რომელშიც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები სერიოზულ დაბანდებებს აკეთებენ, საქართველოში რამდენიმე დღის წინ  შეიქმნა

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. StopCoV ფონდში ამ დროისთვის 12,5 მლნ ლარი არის აკუმულირებული, იუწყება  ბიზნესომბუდსმენის აპარატი.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით 23 მარტს შეიქმნა.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის არიან: 

„თიბისი ბანკი“ - 5 მლნ ლარი;

„მაგთიკომი“ – 3 მლნ ლარი;

„სილქნეთი“ - 3 მლნ ლარი;

„არ ემ ჯი“ – 1 მლნ ლარი; 

სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 მლნ ლარი;

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია (6 კომპანია); 

„მეტრო ჰოლდინგი“ – 500 ათასი ლარი; 

თელავის ღვინის მარანი – 300 ათასი ლარი;

„რიკო ექსპრესი“ – 300 ათასი ლარი;

პე-ეს-პე ჯგუფი – 300 ათასი ლარი;

იმპორტიორი კომპანია „დაფნა” – 300 ათასი ლარი; 

„თეგეტა მოტორსი“ – 200 ათასი ლარი;

„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ – 200 ათასი ლარი; 

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი – 200 ათასი ლარი; 

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი –  150 ათასი ლარი.

ამასთან, ფონდში თანხები შეიტანეს: კავკასიის ავტო იმპორტი – 150 ათასი ლარი; აკაკი ახვლედიანი – 100 ათასი ლარი; რუსთავის აზოტი -100 ათასი ლარი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – 100 ათასი ლარი; ყვარლის სარდაფი – 100 ათასი ლარი; „ბაზის ბანკი“ – 100 ათასი ლარი; ფოთის საზღვაო ნავსადგური – 100 ათასი ლარი; საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე – 100 ათასი ლარი; „ჰუალინგი“ – 100 ათასი ლარი; სამშენებლო კომპანია „დირსი“ – 100 ათასი ლარი; „თბილი სახლი“ – 100 ათასი ლარი; „ბილდი“ -100 ათასი ლარი; სამშენებლო მასალების კომპანია „დათო“ – 100 ათასი ლარი;  „მაქრო ქონსთრაქშენ“ – 100 ათასი ლარი.

რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

გარდა ამისა, StopCoV ფონდი შენატანები განახორციელეს: ფილიპ მორისი – 100 ათასი ლარი;  My Home – ჩემი სახლი – 100 ათასი ლარი; მთამ მენეჯმენტი – 75 ათასი ლარი;  ასკანელი ძმები – 60 ათასი ლარი; სარაჯიშვილი – 50 ათასი ლარი; სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ – 50 ათასი ლარი; მაუდის ქარხანა – 50 ათასი ლარი;  ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია – 50 ათასი ლარი; ტოიოტა კავკასია – 50 ათასი ლარი;  ნანა პატარკაციშვილი – 50 ათასი ლარი; დეილი – 50 ათასი ლარი; ელიზი ჯგუფი – 50 ათასი ლარი;  დუგლაძეების ღვინის კომპანია – 50 ათასი ლარი; ლისი ლეიქ დეველოპმენტი – 50 ათასი ლარი; ინვეტი ჯგუფი – 30 ათასი ლარი; სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“ – 30 ათასი ლარი; ქსელი „სუფთა სახლი“ – 30 ათასი ლარი; რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი – 30 ათასი ლარი; სალომე ზურაბიშვილის ფონდი – 30 ათასი ლარი; კომპანია დაგი – 30 ათასი ლარი; წისქვილი ჯგუფი – 30 ათასი ლარი;  კრისტალი – 20 ათასი ლარი; ჯორჯიან გაზ იმპორტი – 20 ათასი ლარი; საკონდიტრო სანდომი – 20 ათასი ლარი;  საქართველო-ისრაელის ბიზნეს საბჭო, იციკ მოშე – 18 ათასი ლარი; მომავლის მეღვინეობა – 10 ათასი ლარი; ოლ-პი ჯგუფი – 10 ათასი ლარი; ზარქუა კომფანი – 10 ათასი ლარი; ნინო კობახიძე – 10 ათასი ლარი; ბენე ჯგუფი – 10 ათასი ლარი; დინ გრუპი – 5 ათასი ლარი; ქინძმარაულის ვენახები – 2 ათას 500 ლარი; ჩაის სახლი ქიაჩელზე – 2 ათასი ლარი; საქველმოქმედო ფონდი „ზიარი“ – 1 500 ლარი; სპორტული მედიცინის ასოციაცია – ათასი ლარი; ევან მოთიაშვილი (ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) – ათასი ლარი; საქართველოს გეო ფიზიკური ასოციაცია – ათასი ლარი.

COVID-19 საქართველოში: სხვადასხვა ქალაქში კორონავირუსზე საეჭვო პაციენტები შეამოწმეს >>

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია.

ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 247.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0