თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ნიუ-იორკის სისხლის დონაციის ცენტრმა COVID-19-სგან განკურნებული პაციენტების სისხლიდან პლაზმის მიღება დაიწყო, რომელიც კორონავირუსის ანტისხეულებს შეიცავს, იუწყება NBC News.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პლაზმას ექიმები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, მათი სწრაფად „გაწმენდის“ მიზნით გამოიყენებენ.
„გუშინ აშშ-ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ მოიწონა [ამ სახის] მკურნალობა გარკვეულ შემთხვევებში“, — ნათქვამია დონაციის ცენტრის განცხადებაში.
ამასთან ცენტრი მოუწოდებს პლაზმის ჩაბარების მსურველებს, დაუკავშირდნენ მათ ელექტრონულ მისამართზე covidserumtesting@mtsinai.org.
მსოფლიო შუაღამიდან შუადღემდე: თავშესაფარ ბუნკერებზე მოთხოვნა იზრდება>>
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 472 109 ადამიანი შეადგინა. ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 21 308 და განკურნებულია 114 870 პაციენტი.
ქვეყნების რაოდენობამ, რომლებშიც COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 31-ს მიაღწია. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე ქვეყანა.