Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო შუაღამიდან შუადღემდე: თავშესაფარ ბუნკერებზე მოთხოვნა იზრდება

© REUTERS / ALESSANDRO GAROFALOკორონავირუსი იტალიაში
კორონავირუსი იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის განცხადებით, ვირუსის ვირულენტობის (დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი) ცვლილება ან შესუსტება ჯერჯერობით არ შეინიშნება.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, 471 783 ადამიანი შეადგინა. 

ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 21 306 და განკურნებულია 114 858 პაციენტი.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

იმ ქვეყნების რაოდენობამ, რომლებშიც COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 31-ს მიაღწია. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის განცხადებით, ვირუსის ვირულენტობის (დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი) ცვლილება ან შესუსტება ჯერჯერობით არ შეინიშნება.

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 25–26 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • ნიუ-იორკის დონორული სისხლის ცენტრმა ახალი კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების სისხლიდან პლაზმის აღება დაიწყო, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს. პლაზმა სხვა პაციენტების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული;
  • აშშ-ში მკვეთრად გაიზარდა ბუნკერებზე მოთხოვნა. კომპანია Rising S Company-ს ყველაზე იაფი, ერთოთახიანი  ბუნკერი 39,5 ათასი დოლარი ღირს, ხოლო ყველაზე დიდი ვარიანტი — საუნით, მცენარეების ოთახით, საბილიარდოთი, აუზითა და რამდენიმე ავტომობილისთვის განკუთვნილი ფარეხით — 8 მლნ დოლარზე მეტი;
  • იტალიაში უკვე მეოთხე დღეა, რაც კორონავირუსით ახალი ინფიცირების შემთხვევები იკლევს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსხვერპლის რაოდენობა 60 ადამიანით შემცირდა;
  • ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის სრული ბლოკირების რეჟიმზე გადავა, თუ COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება უახლოეს დღეებში არ გამოსწორდება;
  • აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ყველა თავის ობიექტზე ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის ხუთიდან მე-4 დონე გამოაცხადა;
  • პანდემიის გამო საფრანგეთს ერაყიდან თავისი ჯარები გაჰყავს;
  • ბუქარესტში მობილური ჯგუფები ქალაქის ყველა მცხოვრებს შეამოწმებენ COVID-19-ზე, რისთვისაც 2-დან 5 მილიონამდე ტესტია საჭირო;
  • ფრანგული საავტომობილო კონცერნი PSA Group (წარსულში PSA Peugeot Citroen) ჩინეთის ქალაქ უჰანში არსებულ ქარხანაში წარმოების განახლებას იწყებს;
  • აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ COVID-19 მომავალში სეზონურ დაავადებად გადაიქცევა;
  • იერუსალიმში ერთი კვირით დაიკეტა მაცხოვრის საფლავის ტაძარი;
  • მექსიკელი ექიმების დაკვირვებით, მწეველებს ბევრად მძიმედ გადააქვთ COVID-19, რისკის ჯგუფში შედიან როგორც კლასიკური, ისე ელექტროსიგარეტების მომხმარებლები;
  • ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, G20-ის სამიტის მზადებისას გვერდზე გადადონ უთანხმოება კორონავირუსთან დაკავშირებით...
ყველა ახალი ამბავი
0