დახურულ კარს მიღმა: საქართველოს სომეხთა ეპარქია სასულიერო რიტუალების ფორმატს ცვლის

© photo: Sputnikსომხური ეკლესია სურბ გევორგი
სომხური ეკლესია სურბ გევორგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრევლს შეეძლება წირვას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული დინამიკების საშუალებით მოუსმინოს ან უყუროს ონლაინ, პირდაპირი ტრანსლაციით

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს სომეხთა ეპარქია  საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე სასულიერო რიტუალებსა და ცერემონიებს შეცვლილი ფორმატით ჩაატარებს, ამის შესახებ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა კირაკოს არქიმანდრიტ დავთიანმა ვიდეომიმართვის საშუალებით განაცხადა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ეპარქიის ვებგვერდსა და Facebook-გვერდზე რეგულარულად გამოქვეყნდება საკვირაო საღმრთო ლიტურგიების მნიშვნელობის ქადაგება, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი წარადგენს.

„ეკლესიაში ბზობის, ვნების კვირის მნიშვნელობისა და იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისადმი მიძღვნილი ცერემონიები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. მრევლს შეეძლება წირვას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული დინამიკების საშუალებით მოუსმინოს ან უყუროს ონლაინ, პირდაპირი ტრანსლაციით“, - განაცხადა კირაკოს არქიმანდრიტ დავთიანმა.
საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა არის დანაშაული ღვთის წინაშე

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა მრევლს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ილოცონ სახლებში.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში.

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, იქ აცხადებენ, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და ეკლესია ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო პირს კორონავირუსი აღმოაჩნდა >>

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 75 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0