00:53 27 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (864)
45 0 0

ქართული ეკლესიის დასავლეთ ევროპული ეპარქია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს - ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში გუშინ მიიღეს

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი ადასტურებს, რომ ეპარქიის ერთ-ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი გამოუვლინდა, იუწყება პირველი არხი.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ ეპარქიის სასულიერო პირს - დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი გამოუვლინდა.

„სასულიერო პირის ვინაობის დასახელებით მინდა, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაგალითი მივცეთ ადამიანებს. არ უნდა დამალო არაფერი, თუკი დაგიდგინდება ვირუსი“, – აღნიშნა მეუფე საბამ.

სასულიერო პირს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მიმართა იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდათ დეკანოზთან, გადავიდნენ იზოლაციაში და მიმართონ ექიმებს. დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი ნიუ-იორკში მოღვაწეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აშშ-ში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო მორწმუნეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება.

ამ დროისათვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 60 653-ს მიაღწია, გარდაცვლილია 819 ადამიანი. ვრცელდება მოსაზრება, რომ აშშ უახლოეს პერიოდში კორონავირუსის გავრცელების ახალ კერად იქცევა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (864)

მთავარი თემები