Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქართული ეკლესიის დასავლეთ ევროპული ეპარქია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს

© photo: Sputnikმორწმუნეები ტაძარში
მორწმუნეები ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანების უსაფრთხოება ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ლოცვა სახლშიც შესაძლებელია - ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, რომელიც ევროპის ექვს ქვეყანას: იტალიას, საფრანგეთს, შვეიცარიას, ესპანეთს, პორტუგალიასა და მალტას მოიცავს და 57 სამრევლოს აერთიანებს, ლიტურგია და სხვა ლიტურგიული მსახურებები მღვდელმსახურების მიერ, საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) მონაწილეობის გარეშე ჩატარდება, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა >>

ეპარქიაში შემავალი სამრევლოს წევრებს შეეძლებათ თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა მსახურებებს სამრევლოების „ფეისბუქის“ გვერდებზე.

არსებული შეზღუდვების მიუხედავად, დასავლეთ ევროპის ეპარქიამ მორწმუნეებს აცნობა, რომ სამრევლოს ტაძრები შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში ღია იქნება ინდივიდუალური ლოცვისთვის და მრევლს ტაძრების მოლოცვის საშუალება მიეცემა.

„ქვეყნების მთავრობების მიღებული საგანგებო ზომები ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფთა ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღვთის საჩუქარია და ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ იგი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

ხალხმრავალი შეკრება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და საქართველო: ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია!

შეზღუდვა შეეხო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოებსაც.

მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ მიუნხენის მრევლს აცნობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული კომენდანტის გამო მიუნხენის ეკლესიაში წირვა არ ჩატარდება 3 აპრილამდე. მან მრევლს მოუწოდა, ილოცონ სახლებში და სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ.

ვირუსული პანდემიის გამო და მოქალაქეთა ერთმანეთთან კონტაქტის შესამცირებლად, ბელგიის სამეფოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს რეგულაციების შესაბამისად, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში საზოგადო რელიგიურ მსახურებებზე შეკრებები 3 აპრილამდე შეჩერებულია.

ვიდეომიმართვა გაავრცელა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი). ეპარქიის საგანგებო გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებულ სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება.

საპატრიარქო: ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია >>

რაც შეეხება ტაძრებს საქართველოს ტერიტორიაზე, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურების წესები არ შეიცვლება. შეზღუდვა შეეხება მხოლოდ მრევლის წევრებს შორის დისტანციის დაცვას ეკლესიებში. მორწმუნეებს არ ეკრძალებათ ეკლესიებში მისვლა, მაგრამ ურჩევენ დისტანციის დაცვას, ასევე რადიოფიცირებული მსახურების მოსმენას ტაძრის ეზოში.

საქართველოს ეკლესიების მთავარეპისკოპოსების ნაწილმა ასევე უარი თქვა ღვთისმსახურების ჩატარებაზე მრევლის თანდასწრებით და განაცხადა, რომ მორწმუნეთათვის თავად ილოცებდა. 

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 70 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ყველა ახალი ამბავი
0