მარნეულში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფ პირებს ამოწმებენ

© photo : Irakli Garibashvili / FBკარანტინი მარნეულშ
კარანტინი მარნეულშ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მარნეულში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი 50-მდე ადამიანი უკვე გამოიკითხა და მათგან ანალიზისთვის სინჯებიც აღებულია.

თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა, არც ერთ მათგანს ამ ეტაპზე კორონავირუსის სიმპტომები არ გამოვლენია. 

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ ერთი პაციენტი საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

„პირველ რიგში დაიწყო გამოკითხვა და ნიმუშების აღება ყველა იმ ადამიანის, ვისთანაც ინფიცირებულ ქალბატონს ჰქონდა კავშირი. თბილისში დაახლოებით 50-მდე ნიმუშია გადაგზავნილი. ჯერჯერობით პასუხები არ გვაქვს, თუმცა არც ერთს არ აღენიშნებოდა სიმპტომები“, – განაცხადა სუბარმა.

მისი სიტყვებით, ყველა ოჯახი გამოიკითხება როგორც ტელეფონით, ისე უშუალოდ ადგილზე მისვლით.

„თუ საეჭვო ვითარება იქნება, ამ შემთხვევაში ადგილზე შემოწმება იწყება. საჭიროების შემთხვევაში მოხდება როგორც პირველადი, ისე საფუძვლიანი ტესტირება“, – განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, სად იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ვირუსით ინფიცირებულ ქალთან, სუბარმა უპასუხა, რომ მათი უმეტესობა მარნეულსა და ბოლნისში იმყოფება.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით მოეკიდა სახელმწიფოს მიერ შემოღებულ ზომებს.

სუბარის სიტყვებით, სწრაფი ტესტების გამოყენება მოხდება ყველგან, სადაც ასეთი აუცილებლობა იქნება, მათ შორის ბოლნისსა და მარნეულში.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 66-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055  მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

ყველა ახალი ამბავი
0