სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე არ განახლდება

© Sputnik / STRINGERსკოლების დეზინფექცია
სკოლების დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ უფრო ადრე სწავლის 1 აპრილამდე გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების გამო სწავლის პროცესის დაწყება 21 აპრილამდე გადაიდო.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში სწავლის პროცესი 21 აპრილამდე გადავადდეს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: რა არის დაშვებული და რა – არა - პრეზიდენტის დეკრეტი>>

ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლეს სასწავლებლებს.

„საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში)“, – აღნიშნულია მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში.

ამას გარდა, 21 აპრილამდე დისტანციური მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდნენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები, თუ ამის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობა არაა.

ამასთან, იკრძალება ყველა სახის ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება. დაშვებულია მხოლოდ მათი დისტანციური ფორმით ჩატარება.

გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
როდის განახლდება სწავლა სკოლებში – პრემიერის არადამაიმედებელი პროგნოზი

„ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

საქართველოს მთავრობამ უფრო ადრე სწავლის 1 აპრილამდე გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების გამო სწავლის პროცესის დაწყება 21 აპრილამდე გადავადდა.

საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში: კონკრეტული წესების ჩამონათვალი>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

ყველა ახალი ამბავი
0