როდის განახლდება სწავლა სკოლებში – პრემიერის არადამაიმედებელი პროგნოზი

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილზე
გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რომლის მიხედვით ბავშვები პროგრამის დაძლევას შეძლებენ.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეჭვი ეპარება, რომ ქვეყანაში 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი მთლიანად აღდგება. ამის სესახებ მან ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში განაცხადა.

დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით  მიკროავტობუსების მომსახურება იზღუდება>>

საქართველოში სკოლები 1 აპრილამდე დაიკეტა. გახარიას თქმით, განათლების სამინისტრომ მიიღო დავალება, უახლოეს პერიოდში წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ აღდგება სასწავლო დაწესებულებებში ეს დანაკლისი.

„განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი არ განახლდა სკოლებში, მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ არის გარკვეული სტანდარტები... ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა, თუმცა იმედი რჩება“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ამჟამად საქართველოს განათლების სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ ბავშვებს დისტანციური სწავლების მეთოდით სრულფასოვანი განათლება მისცეს.

ვირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოში სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft–ის 15-ზე მეტი პროგრამა შესთავაზეს

ეს ფაქტია და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, აღნიშნა გახარიამ. მისი თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი სკოლა უფრო მომზადებულია სხვასთან შედარებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ბევრი ბავშვია, რომლებსაც, ელემენტარულად, ინტერნეტთან წვდომაც კი არა აქვს. ამიტომ ადეკვატურად უნდა შეფასდეს, სად ვართ და რა შესაძლებლობები გვაქვს, დასძინა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეს ხელისუფლება სხვადასხვა სცენარის განვითარებისთვის ემზადება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დამტკიცებული 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში იმყოფება 1300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 200-ზე მეტი პაციენტი.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0