საქართველოში სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft–ის 15-ზე მეტი პროგრამა შესთავაზეს

© Sputnik / STRINGERვირუსი საქართველოში
ვირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრო უკვე 11 წელია თანამშრომლობს კომპანია Microsoft-თან, რომლის დახმარებით არაერთი პროექტი განხორციელდა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგა.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროგრამა შესთავაზა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის ქუჩები დღეს - Sputnik საქართველო
განათლება პანდემიის დროს: საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს

კორონავირუსის აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 11 მარტის გადაწყვეტილებით, სასკოლო არდადებები 1 აპრილამდე გაგრძელდა. COVID-19-ის გავრცელების გამო დახურულია ყველა სასწავლო დაწესებულება, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, Microsoft-ის პროგრამების მიზანი სკოლებისთვის დისტანციური სწავლების უფრო მარტივად და ეფექტურად წარმართვაში დახმარებაა. მათ შორის არის პროგრამა Teams, რომელიც ვიდეო-გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. 

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებას, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სკოლებში 1 აპრილამდე გადაიდო სწავლა, ჯარში კი გაწვევა 13 აპრილამდე გადავადდა

Teams-ში ასევე ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე.

მოცემული ინტერნეტ-პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები განთავსებულია პორტალზე: email.mes.gov.ge.

როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრო უკვე 11 წელია თანამშრომლობს კომპანია Microsoft-თან, რომლის დახმარებით არაერთი პროექტი განხორციელდა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგა.

17 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დამტკიცებული 34 შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია. საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, უცხოელებისთვის საზღვრის გადმოკვეთა იკრძალება.

ყველა ახალი ამბავი
0