საქართველოში ანტიკური ორნამენტებით მოხატული ტანსაცმლის პოპულარიზაცია დაიწყება

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeნახატები ქსოვილზე
ნახატები ქსოვილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ქსოვილი, ისევე როგორც თავად ქვეყანა, ერთდროულად ასხივებს ავთენტურობასაც და ევროპისა და აზიის დახვეწილ შერწყმასაც

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოში დაიწყო ფართომასშტაბიანი დიზაინერული პროექტი, რომელიც ძველ ქართულ ქსოვილებს, დამახასიათებელი ტრადიციული ეროვნული ორნამენტებით, ახალ სიცოცხლეს შესძენს. იდეის ინიციატორები არიან თბილისის ხელოვნების სასახლე და „თიბისი ბანკი“.

Vogue-მა 2019 წლის მთავარი მოდური ტრენდი დაასახელა >>

პროექტის მიზანია ტანსაცმლის მოდური კოლექციების შექმნა ქართული ქსოვილის ტრადიციული ნახჭისა და უნიკალური გამოცდილების გამოყენებით.

პროექტის პირველ, მოსამზადებელ სტადიაზე ავტორებს აწუხებდა კითხვა, რამდენად მიმზიდველი იქნებოდა ახალგაზრდობისა და თავად დიზაინერებისთვის ძველებური ქართული ქსოვილებისთვის დამახასიათებელი მოხატულობით შექმნილი სამოსი. მაგრამ მალევე პროექტს სიამოვნებით შეუერთდა რამდენიმე კომპანია და „სტარტაპერი“, მათ შორის, Daraia, Helmet, Side Size, Ceramic Studio, Lacoyage, Spilow, Why not gallery.

ახალგაზრდებმა შესაძლოა პრესტიჟული სარეკლამო სკოლის Miami Ad School სტიპენდია მიიღონ >>

მოსალოდნელია, რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქცია და კოლექცია Ready to wear მალე ახალ ქართულ ბრენდად გაერთიანდება. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა. მსგავსი პროდუქციის შესაქმნელად ახლო მომავალში გამოცხადდება კონკურსი ყველა დაინტერესებული დიზაინერისთვის.

საინტერესოა, რომ პროექტის იდეა ავტორებს „თიბისი ბანკის“ ოფისის დალაგებისას მოუვიდათ, როდესაც მარკეტინგული სამსახურის წევრებმა აღმოაჩინეს წიგნი სახელწოდებით „ქსოვილები საქართველოდან“.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის პირადი დიზაინერი კარანტინში გადაიყვანეს

ეს 400-გვერდიანი ენციკლოპედიური გამოცემა, შექმნილი ხელოვნების სასახლის გუნდის მიერ, მოგვითხრობს ქართული ქსოვილის ისტორიასა და მის ევოლუციაზე. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ადრეულ ცნობებს ქართულ ქსოვილზე ზედა პალეოლითის ეპოქას მიაკუთვნებენ. დღესვე ყველა ამ ქსოვილის შაბლონი ციფრულადაა წარმოდგენილი.

„ქსოვილი საუკეთესოდ გადმოსცემს ხასიათს, გემოვნებას, ისტორიას, თვითმყოფადობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა“, - აღნიშნავს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ქართული ქსოვილი, ერთი მხრივ, ძალიან ავთენტურია, მეორე მხრივ კი, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, ვიზუალურად მულტიკულტურულია.

კალანდიას განცხადებით, ქართულ ქსოვილზე შეიძლება როგორც ვენეციური თუ სპარსული, ისე წმინდა ქართული ორნამენტების აღმოჩენა. ეს ყველაფერი, მისი თქმით, განუმეორებელ ეფექტს ქმნის.

ყველა ახალი ამბავი
0