ახალგაზრდებმა შესაძლოა პრესტიჟული სარეკლამო სკოლის Miami Ad School სტიპენდია მიიღონ

© photo: Nika Gujejiani / FBნიკა გუჯეჯიანი
ნიკა გუჯეჯიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობისა და Miami Ad School-ში სწავლაზე სტიპენდიის მიღების მსურველმა ქართველმა ახალგაზრდებმა განაცხადი 31 მარტამდე უნდა შეავსონ.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები შეძლებენ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მიღებას აშშ-ში პრესტიჟულ სარეკლამო სკოლაში Miami Ad School სწავლისთვის.

ნიკა გუჯეჯიანი ამ სკოლის კურსდამთავრებული იყო. 2019 წლის მარტში პერსპექტიული 26 წლის ახალგაზრდა საავტომობილო ავარიაში დაიღუპა. სხვადასხვა წლებში გუჯეჯიანი იყო „საქართველოს ბანკის" კრეატიული დირექტორი, მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად ცნობილ ევროპულ და ქართულ სარეკლამო კომპანიებში, როგორიცაა BBDO Berlin, Y&R Prague და JWT Metro.

Miami Ad School - ესაა კომერციული ტექნიკური სკოლა, რომელიც სპეციალიზებულია არტ-მენეჯმენტზე, კოპირაიტინგზე, გრაფიკულ დიზაინსა და ფოტოგრაფიაზე.

Miami Ad School-ის სტუდენტებს ასევე შეუძლიათ მიიღონ ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი რეკლამის სფეროში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმოებასა და საქმიან ადმინისტრირებაში, ასევე, მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მასობრივი კომუნიკაციების სფეროში აშშ-ის, ესპანეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამების ფარგლებში. თვითონ სკოლა მდებარეობს ვინვუდში (მაიამი, ფლორიდა), აქვს ფილიალები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქსა და ევროპის ქვეყნებში.

კონკურსში მონაწილეობისა და Miami Ad School-ში სწავლაზე სტიპენდიის მიღების მსურველმა ქართველმა ახალგაზრდებმა განაცხადი 31 მარტამდე უნდა შეავსონ.

ყველა ახალი ამბავი
0