საქართველოს პარლამენტმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაამტკიცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დეპუტატებმა საკითხს მხარი დაუჭირეს - ამ წუთიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა შაბათს საგანგებო სხდომაზე 115 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცა პრეზიდენტის დადგენილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღების შესახებ.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: კიდევ რა შეზღუდვებია მოსალოდნელი >>

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართვის საფუძველზე შაბათს გამოაცხადა ერთი თვით - 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღების შესახებ.

გარდა ამისა, პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ქვეყანაში შეზღუდვების შემოღების შესახებ - 115 დეპუტატმა დეკრეტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19. ჯანმომ 11 მარტს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმები საქართველოში

საქართველოს უახლოეს ისტორიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მესამედ შემოიღეს. მანამდე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა შემოღებული იყო 2003 და 2007 წლებში.

ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: მოვლენათა განვითარების პროგნოზი ამირან გამყრელიძისგან

2003 წლის 22 ნოემბერს, მასობრივი აქციების ფონზე, რომლებმაც „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შემოიღო.

საგანგებო მდგომარეობა შემოიღო ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა - 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც პოლიციის ძალით სასტიკად იყო დარბეული ანტისამთავრობო აქციები.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული საქართველოს ზოგიერთ რეგიონში. პირველად ფრინველის  გრიპის აფეთქების გამო საგანგებო მდგომარეობა 2006 წლის 28 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონში შემოიღეს. ასევე, 2008 წლის 3 სექტემბერს საგანგებო მდგომარეობა საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე აგვისტოს მოვლენების შემდეგ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0