კორონავირუსი საქართველოში: მოვლენათა განვითარების პროგნოზი ამირან გამყრელიძისგან

© photo: National Center for Disease Control & Public Health, Georgia / FBამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე
ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ტესტს კორონავირუსზე ყოველდღიურად გადის ასამდე ადამიანი, რომელიც დღეს კარანტინში იმყოფება

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. თუ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება საქართველოში ასეთივე ტემპებით გაგრძელდება, მაშინ ეპიდსიტუაცია იქნება „რბილი“, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: კიდევ რა შეზღუდვებია მოსალოდნელი >>

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დღიდან საქართველოში ყოველდღიურად დაინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევა ვლინდება. კარანტინზე დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იმყოფება.

„ყოველდღიურად, სერიოზულად იმატა კვლევის (კორონავირუსზე ტესტების) რაოდენობამ, 80-დან 100-მდე. დღეს ალბათ იქნება რამდენიმე შემთხვევა. თუ ამ ტემპით წავედით და დღეში 3 - 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მოსალოდნელია რბილი განვითარება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კახეთში პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა. შაბათს ხელისუფლებამ ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19. ჯანმომ 11 მარტს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0