იმნაძე: კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება, რომელიც უკვე ცნობილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.  საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.

პაატა იმნაძემ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ისაუბრა.

„არის კიდევ ერთი შემთხვევა, ახლა დაემატა, სულ ახალი შემთხვევა, ისიც თბილისშია, ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებული, რომელიც ასევე უკავშირდება ერთ-ერთ კლასტერს, რომელიც უკვე ცნობილია“, - განაცხადა იმნაძემ.
მოლარე სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
საქართველო და კორონავირუსი: რომელი მაღაზიები იმუშავებს

მისი განცხადებით, მთელი ქვეყანა უკვე მზად უნდა იყოს ვირუსის შიდა გადაცემისათვის.

„ეს ეტაპი ამჟამად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველაფრის, რაც მთავრობის მიერ აქამდე იყო მიღებული, ამის აღსრულება მოხდეს. ეს ყველაფერი უკეთესად გაკეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0