ფარმაკოლოგი: ნაადრევ სტადიაზე „იბუპროფენის“ გამოყენებამ მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია

© Sputnik / Alexander ImedashviliМикрофон Sputnik в студии агентства
Микрофон Sputnik в студии агентства - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის დროს კონკრეტული მედიკამენტების მიღების აუცილებლობაზე და რისკებზე ფარმაკოლოგი, პროფესორი დოდო კეზერელი საუბრობს.
ფარმაკოლოგი: ნაადრევ სტადიაზე იბუპროფენის გამოყენებამ მათი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია
„14 მარტს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ამ ვირუსის პერიოდში არ უნდა იქნეს გამოყენებული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. მან „იბუპროფენთან“ ერთად „კორტიზონიც“ ახსენა. ის დაეყრდნო სამხრეთ საფრანგეთის ინფექციონისტის მონაცემებს. ოთხი შემთხვევისას ოთხივე პირი იყო ახალგაზრდა. ისინი იყვნენ ვირუსით დასნებოვნებული, სხვა მხრივ იყვნენ სრულიად ჯანმრთელები. ნაადრევ სტადიაზე „იბუპროფენის“ გამოყენებამ მათი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია“, – ამბობს კეზერელი.

ფარმაკოლოგის განცხადებით, საფრანგეთის წამლის ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ გასცა რეკომენდაცია, რომ შეზღუდულიყო „იბუპროფენის“ გამოყენება და ის ჩანაცვლებულიყო „პარაცეტამოლით“.

ყველა ახალი ამბავი
0