საქართველოს საგარეო უწყება ევროპაში უვიზოდ ჩარჩენილ საკუთარ მოქალაქეებს დაეხმარება

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტში
თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გამო ევროპის ქვეყნების უმეტესობამ საზღვრები ჩაკეტა და იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს საკონსულოები და საელჩოები მზად არიან დაეხმარონ ევროპაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებმაც შენგენის ზონაში ყოფნის ვადები დაარღვიეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე.

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა>>

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180-დან 90 დღე) უფლება აქვთ. ევროპაში კორონავირუსის აფეთქების შემდეგ იქ მყოფმა ბევრმა  საქართველოს მოქალაქემ ვერ მოახერხა ქვეყნის დროულად დატოვება. ისინი 
დეპორტაციის საფრთხის და  ევროზონაში შესვლის დიდი ხნის ვადით აკრძალვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდენ. 

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალისტები რეკომენდაციებს  თბილისიდან გაუწევენ

„ევროკომისიამ გასცა რეკომენდაციები ინდივიდუალური წევრი ქვეყნების მიმართ, რომ მიიღონ მათ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეექმნათ პრობლემა,  გარკვეულწილად გადაუვადდეთ  ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადები და ამ მიმართულებითაც ჩვენი საკონსულოები და საელჩოები  მზად არიან რომ დაეხმარონ  მოქალქეებს ამ კომუნიკაციაში ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით“, - განაცხადა დავით ზალკანიანმა.

მისი თქმით, ყველა შემთხვევის განხილვა ინდივიდუალურად  მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0