ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ნანა ვარძიელის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა (ნანინა) ვარძიელი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია. ხელოვნებით წლების წინ დაინტერესდა. მაშინ ემიგრანტი იყო და ხელნაკეთი ნივთების შექმნით სამშობლოს მონატრებით გამოწვეულ დარდს იკლავდა.

მონატრებას ვეღარ გაუძლო და სამშობლოში დაბრუნდა... დღეს თავისი ბიზნესი აქვს და ამასთან ხელნაკეთი ბროშების შექმნით არის დაკავებული, რომელიც მისთვის განტვირთვის საშუალებაა. მის მიერ შექმნილი ყვავილის ფორმის ბროშები გულგრილს არავის ტოვებს და ყველგან ყურადღებას და მოწონებას იმსახურებს.

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელი
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელი

- ბავშვობიდან ჩემი ოცნება ჟურნალისტობა იყო. ვწერდი ლექსებს, ვაკეთებდი ჩანახატებს.... მართლაც საოცარია, როგორ ვთქვი უარი ჩემს სასურველ პროფესიაზე და ჩავაბარე დასავლეთ-ევროპული ენების ფაკულტეტზე. პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი ვარ. სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანი და საინტერესო მაქვს, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს არ მიმუშავია. ამჟამად, ვცხოვრობ თბილისში, დაკავებული ვარ ბიზნეს საქმიანობით.

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

 - რატომ დაინტერესდით და როგორ დაიწყეთ ბროშების შექმნა?

-  წლების განმავლობაში ვცხოვრობდი საზღვარგარეთ, ემიგრანტის  არც თუ ისე იოლი ცხოვრებით, მონატრებამ კი ჩემს მიწა-წყალს დამაბრუნა...როგორც პოეტს ლექსის დასაწერად ათასი ფიქრი, ათასი დარდი თუ სიხარული სჭირდება, ვიტყოდი, ჩემს შემთხვევაშიც ასეა, რაიმეს შექმნას ძლიერი ემოცია თუ შეგრძნება უნდა.

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

ყოველთვის მიყვარდა ხელსაქმე. არის ცხოვრებაში ეტაპები, თითქოს შესვენება გაქვს, პაუზას იღებ, მერე უშრეტი ენერგიით იწყებ. ვგრძნობდი, რომ ისევ მქონდა სურვილი რაღაც ახლის კეთების ( წლების წინ ბისერებით ვქსოვდი ათსნაირ ყვავილებს), ვეძებდი რაღაც საინტერესოს, ახალს. ინტერნეტის მეშვეობით შემთხვევით წავაწყდი ჩემთვის უცხო მასალას, თავისთვის დამახასითებელი ტექნოლოგიით და აღვფრთოვანდი ამ საოცარი პატარა ყვავილებით. თავიდან უბრალო გატაცება მეგონა, მაგრამ მალე „ჩემი სამყარო“ გახდა. სახელიც მაშინვე შევურჩიე ჩემს აქსესუარებს -  „ნანინა“. ეს სახელი ერთმა იტალიელმა ქალბატონმა შემარქვა, არადა როგორი ქართული, მშობლიური და საყვარელია! მინდა აღვნიშნო ყველაზე მთავარი, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების მხარდაჭერა, ვერაფერს შევძლებდი....

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

- რა მასალით მზადდება თქვენი ნამუშევრები?

- მასალას, რომელსაც ვიყენებ ჩემს ნამუშევრებში ჰქვია - ფოამირანი. ასევე თვეების შრომის შედეგად შევიმუშავე   „ცივი ფაიფურის“ ჩემებური ტექნოლოგია და მივიღე მასა, რისგანაც  ვამზადებ სხვადასხვა აქსესუარებს.

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

- საქართველოში, ადვილად ხელმისაწვდომია ეს მასალა?

- ყოველთვის ძიების პროცესში ვარ. თბილისში არის რამოდენიმე მაღაზია, სადაც ყოველთვის აქვთ მარაგი და სასურველი ფერები. ისე, გამოწერაც შესაძლებელია.

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

- რას გრძნობთ თითოეული ნამუშევრის შექმნის დროს, რამდენად ძვირფასია ეს საქმიანობა  თქვენთვის?

-  ამ დროს დიდ  სითბოს ვგრძნოობ. საოცარი შეგრძნებაა, როცა უყურებ შენს ნახელავს. არასოდეს გჯერა, რომ  ეს შენ გააკეთე, შენ შექმენი. ხანდახან ვფიქრობ - ნეტავ როგორ?  როცა ვიწყებ მუშაობას, თითქოს თავისით ხდება ყველაფერი, თითები თავის სათქმელს ამბობენ და რასაც აქსოვ ამ სითბოს, სიყვარულს, გინდა სხვასაც უწილადო შენი წილი ბედნიერება. ჩემთვის უზომოდ ძვირფასია ჩემი თვითოეული ნამუშევარი.

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

- რთული არ არის პატარა ზომების გამოყვანა? როგორ ახერხებთ ამას?

- თავიდან პატარა ფოთლებით, ყვავილის კოკრებით დავიწყე. მიხაროდა თითოეული დეტალი, რომ გამომდიოდა, სიხარულით ვტიროდით.... ვცდილობდი დამეხვეწა, უფრო და უფრო ლამაზები გამეკეთებინა, ყველაფერი დიდი შრომის შედეგად და სიყვარულით მოდის,  როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, შეუძლებელი არაფერია...

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

- საოცარი ფერები დომინირებს თქვენს ნამუშევრებში, როგორ ქმნით ფერთა გამას, ალბათ, ეს სულის გამოძახილია?

- არასოდეს არაფერი დამიხატავს, ალბათ მხოლოდ ოცნებეში...  ფერებიც თავისით მოდის, განწყობის შედეგად ან არ ვიცი ზუსტად ვერ ავხსნი. მგონი, თითოეულ ჩემს ნამუშევარში ჩემი ბუნება დევს. კი, გეთანხმებით, ეს ფერები ჩემი სულის ამოძახილია....

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

- ბროშების გარდა სხვა სამკაულებსაც ქმნით?

- კი, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით ჩემს ნამუშევრებში ვიყენებ, ფოამირანის, ასევე ცივი ფაიფურის მასალას. ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტრუქტურის, ფორმის მასალაა.  ფოამირანისგან ვაკეთებ, როგორც გულსაბნევებს (ბროშებს), ისე თმის სამაგრებს, აბადოკებს, საქორწილო აქსესუარებს. ხოლო ცივი ფაიფურისგან - ბეჭდებს, საყურეებს, გულსაკიდებს და რა თქმა უნდა გულსაბნევებს ( ბროშებს).

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

- ცოცხალი ყვავილები თუ გიყვართ და თქვენი ფავორიტი ყვავილი რომელია?

- ყველა ყვავილი თავისებურად ლამაზია, საყვარელია, მიყვარს სტაფილოსფერი პატარა ვარდები. დედიკოსთვის  ყოველი დღე მისით იწყებოდა... მიყვარს, ვაღმერთებ პიონებს. ისინი განსაკუთრებთ ლამაზი, მომხიბვლელი, ქალური და რომანტიულებია.

© photo: courtesy of Nanìna Vardzièliნანა ვარძიელის შემოქმედება
ემიგრაციაში დაწყებული საქმე: ცივი ფაიფურით შექმნილი ყვავილები „ნანინასგან“ - Sputnik საქართველო
ნანა ვარძიელის შემოქმედება

- სად ხედავთ თქვენს მომავალს ?

- ალბათ ჩემს ბიზნეს საქმიანობაში, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს.  ჩემი ცხოვრება, კი ჩემი „ყვავილების სამყაროა“! მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგწონთ ჩემი ნამუშევრები, რომ არჩევანი ჩემს ყვავილებზე შეაჩერეთ და სიხარული მაჩუქეთ. მადლობა, რომ ეს ინტერვიუ  შედგა, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის!

ყველა ახალი ამბავი
0