სპეკულანტები დაისჯებიან: სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფასებს გააკონტროლებს

© AP Photo / Michel Eulerსუპერმარკეტში
სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოვაჭრეები, რომლებიც სხვადასხვა საქონელზე ხელოვნურად გაზრდიან ფასებს, იურიდიულად აგებენ პასუხს, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. სამართალდამცველი ორგანოები საქართველოს ბაზრებზე ფასების ხელოვნურ ზრდაზე რეაგირებას მოახდენენ, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კორონავირუსის გამო მოსახლეობის პანიკისა და ლარის კურსის ვარდნის გამო ქვეყანაში ფასების ზრდა დაიწყო. ამასთან, არც ეროვნული ბანკი და არც ექსპერტები ფასების კატასტროფულ ზრდას არ ელოდებიან.

ცარიელი დახლები სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
ქართული საწარმოები აუცილებელი საქონლის წარმოებას დაიწყებენ

„თუ იქნება ფასების სპეკულაციური გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით არის განსაზღვრული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაზუსტებას, ამ კუთხით ჩვენი სამინისტრო ძალიან მკაცრი იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მკაცრად ადევნებს თვალს, რომ რესტორნებმა და კაფეებმა მხოლოდ მიწოდებაზე იმუშაონ.

დავითაშვილის განცხადებით, ეს ის რეკომენდაცია არაა, რომელიც ნახევრად უნდა შესრულდეს. ის მთლიანად არის შესასრულებელი, აღნიშნა მან.

მთავრობა: ქვეყანაში სურსათის საკმარისზე მეტი მარაგია>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, კარანტინში იმყოფება 1344, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0