კორონავირუსის წინააღმდეგ: დედაქალაქის მერიამ და წითელმა ჯვარმა „ცხელი ხაზები“ აამოქმედეს

© photo: Sputnikპირბადიანი გოგონა აფთიაქში
პირბადიანი გოგონა აფთიაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მოხალისეთა გადამზადება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებით მიმდინარეობს.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად ჩართვის მსურველებს მიმართა.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
ბრძოლა კორონავირუსთან: თბილისის მერია ახალ შეზღუდვებს აწესებს

კახა კალაძე მოუწოდებს ყველას, „განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური გემოვნებისა“, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, მიმართოს მერიის „ცხელ ხაზს“.

მოხალისეთა გადამზადება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებით მიმდინარეობს. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს წითელ ჯვარს თანამშრომლობისთვის.

„რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით, პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება. მინდა მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს დახმარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეიდან მოხალისეობის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ მერიის „ცხელ ხაზზე“ (032)2722222 და წითელი ჯვრის „ცხელ ხაზზე“ – 0800 000 018.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ დედაქალაქის მერიაში აცნობეს, მსურველებს დაუკავშირდებიან წითელი ჯვრიდან და დანიშნავენ ტრენინგის დროსა და ადგილს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მოხალისეები მათთვის მოსახერხებელი ტერიტორიების მიხედვით გადანაწილდებიან.

საქართველო ერთ–ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას>>

თუ ვინმეს სჭირდება მოხალისეთა დახმარება, ის უნდა დაუკავშირდეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 2 96 10 92, 595 50 80 71 და 599 00 98 60.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა სახის კამპანიას. ამ აქტივობების ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.

წითელი ჯვრის აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
ჩაგვრთეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძებებში: „წითელი ჯვარი“ განცხადებას ავრცელებს

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.

კორონავირუსის გამო ქვეყანა ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს გაეცანით აქ.

ყველა ახალი ამბავი
0