საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები

© Sputnik / Shota Nozadzeწითელი ჯვრის აქცია თბილისში
წითელი ჯვრის აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კამპანიის ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და სწორი მესიჯები კორონავირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კორონავირუსთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

© Sputnik / Shota Nozadzeსაქართველოს წითელი ჯვრის აქცია თბილისში კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით
საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები - Sputnik საქართველო
საქართველოს წითელი ჯვრის აქცია თბილისში კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით

კამპანიის ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და სწორი მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.

© Sputnik / Shota Nozadzeსაქართველოს წითელი ჯვრის აქცია თბილისში კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით
საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები - Sputnik საქართველო
საქართველოს წითელი ჯვრის აქცია თბილისში კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 39 ფილიალი მობილიზებულია და ორი კვირაა აწარმოებს საინფორმაციო კამპანიებს კორონავირუსთან დაკავშირებით. საქართველოს მასშტაბით 15 ათასამდე მოხალისე გვყავს. კამპანიის მიზანია მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, ასევე ჩართული ვართ სკრინინგ-პროცედურებში", – განაცხადა წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

მისი თქმით, ფლაერები, რომლებიც საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დარიგდა, შედგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის მიერ.

© Sputnik / Shota Nozadzeსაქართველოს წითელი ჯვრის აქცია თბილისში კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით
საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები - Sputnik საქართველო
საქართველოს წითელი ჯვრის აქცია თბილისში კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გააქტიურებული აქვს „ცხელი ხაზი“ ნომერზე 0800000018, სადაც იმ პირებს, ვინც თვითიზოლაციაში, ან იზოლაციაში იმყოფება, ფსიქოლოგები რეკომენდაციას გაუწევენ.

ყველა ახალი ამბავი
0