საქართველოს ჯანდაცვის მინისტი: დღეს გახდება ცნობილი, გველოდება თუ არა ეპიდემია

© Sputnik / STRINGERდეზინფექცია
დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათელია, რომ საქართველოში კორონავირუსი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რაც შესაძლო ეპიდემიის მანიშნებელია.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ქვეყანაში ეპიდემიის რისკი არის თუ არა, ცნობილი დღეს, საღამოს გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

კორონავირუსის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ერთეული შემთხვევები ვერ გახდება იმის მაჩვენებელი, რომ შიდა ინფიცირება დაიწყო. 

რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა

„ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს. თუმცა, დადებითი ის არის, რომ გვაქვს ჯაჭვი ყველა იმ ადამიანისა, ვისთანაც ეს პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა, რაც მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. ეს ამსუბუქებს იმ რისკებს, რომელიც, შეიძლება, მეოთხეული გადაცემის რისკი გახდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის სიტყვებით, სისტემა ჯერ კიდევ არის იმის მოლოდინში, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და, აქედან გამომდინარე, მთავრობა პრევენციული ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.

ამასთან ერთად ტიკარაძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია ეპიდემიისა და პიკური პერიოდის თავიდან აცილება და ყოველივე ეს მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობასა და თვითშეგნებაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ზუსტად შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, დასძინა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, კვირის ბოლოს შესაძლებელია მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დაიწყოს.

„ჩვენ მივიღეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რათა დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის აზრით, ყველაზე მთავარი სხვა ადამიანების დაინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაა.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 81 პაციენტია. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია

კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან უცხოეთის მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორი კვირის განმავლობაში  ეკრძალებათ.

საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0