კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება

© Sputnik / STRINGERდამრღვევების დაკავება
დამრღვევების დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეები, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის პირობებს, პოლიციის ძალით გადაყვანილნი იქნებიან კარანტინში - ასეთი პრეცედენტები უკვე არსებობს. 

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მოამზადა,  რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს.

ბაზარი - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მკაცრ რეკომენდაციებს აძლევს

ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ასევე, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, დამრღვევი ფიზიკური პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანოს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს, კანონპროექტის მიხედვით, თუ კარანტინის წესს დაარღვევს ადამიანი, რომელსაც ამავე ქმედების გამო უკვე შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ან ამ ქმედებისთვის ნასამართლევია, მაშინ ასეთ პირს მიესჯება შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით.

საპირფარეშო - Sputnik საქართველო
COVID-19-ის ფონზე: რატომ დაიტაცეს ტუალეტის ქაღალდი მაღაზიებიდან

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის პირობებს, პოლიციის ძალით გადაყვანილნი იქნებიან კარანტინში - ასეთი პრეცედენტები უკვე არსებობს. 

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ყველა ახალი ამბავი
0