თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სტრესულ და გაურკვეველ ვითარებაში ადამიანი ეძებს ისეთ ადგილს, სადაც თავს მოხერხებულად და მყუდროდ იგრძნობს, და ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის საპირფარეშო, აცხადებს კლინიკური სოცმუშაკი ისრაელიდან ვლად როდნიანსკი, რომელმაც განმარტა, რატომ ყიდულობენ ადამიანები COVID-19-ის გავრცელების ფონზე ესოდენ დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდს.
is this really what we are doing right now? fighting over toilet paper 🙂 #Covid_19 pic.twitter.com/K0fxY2ekdM
— soraya (@hwalightz) March 13, 2020
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმოიქმნა აჟიოტაჟი პირველი მოთხოვნილების საგნებზე. საკვები პროდუქტების გარდა, ადამიანებმა ასევე პირველ რიგში მოიმარაგეს ჰიგიენისა და დეზინფექციის საშუალებები და ტუალეტის ქაღალდი.
როდნიანსკის თქმით, ამგვარ რეაქციას რამდენიმე ახსნა აქვს და ერთ-ერთი მათგანის ფესვები ღრმა წარსულში, პირველყოფილ ადამიანამდე მიდის.
„მაქვს რამდენიმე ახსნა. პირველი: განგაშზე, დაძაბულობაზე რეაქცია პირველყოფილ ადამიანში იყო გაქცევა. მას ეკუმშებოდა კუჭი და, შესაბამისად, საჭირო ხდებოდა გათავისუფლებულიყო ყველაფერ ზედმეტისგან იმისთვის, რომ გაქცევის ან ბრძოლის უნარი ჰქონოდა“, — ამბობს კლინიკური სოცმუშაკი.
მისი თქმით, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული, მშვიდი, მყუდრო და ინტიმური ადგილი — ეს საპირფარეშოა. ამიტომ, სტრესის მდგომარეობაში, როცა ადამიანები გაურკვეველობაში არიან, სწორედ საპირფარეშო და, შესაბამისად, ტუალეტის ქაღალდი ახსენდებათ.
I feel like this is the video that perfectly depicts how far we’ve come as civilized species. I present to you the Toilet Paper Rush of 2020, in #Costco stores. #Covid_19 #CoronaOutbreak pic.twitter.com/hKzjqgwk6p
— Officer Bandit 👮🏻♀️🦝 🇺🇸 (@OfficerBandit) March 12, 2020
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის სულ მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 185 067 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაცვლლია 7 330 და განკურნებულია 80 236 კაცი.