ერთი დოლარი სამ ლარად – ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს აღდგენას, რაც მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დამშვიდდება, მიიჩნევს ეკონომისტი.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17 მარტისთვის დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი დაადგინა ნიშნულზე 3,0118 GEL/$1. ეს ეროვნული ვალუტის ახალი ისტორიული მინიმუმია.

ლარის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია: პრემიერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს >>

ლარის კურსმა დოლარის მიმართ გაუფასურება ორშაბათს, 9 მარტს დაიწყო, როდესაც კორონავირუსის გავრცელების გამო გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა დაემთხვა. ერთ კვირაში ლარი 8,5%-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა 3 GEL/$1 ნიშნულს ჯერ კიდევ წინა პარასკევს გადააჭარბა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა. შედეგად – მოხერხდა ლარის კურსის შენარჩუნება ნიშნულზე 2,9942 GEL/$1.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

ეროვნული ბანკი სწორად მოქმედებს, მაგრამ პროგნოზის გაკეთება რთულია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მოქმედება არსებულ ვითარებაში ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე ეროვნული ბანკი გაზრდის რეფინანსირების განაკვეთს, რაც სწორი იქნება, გამომდინარე დღევანდელი ვითარებიდან“, – განუცხადა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოს“.
ტრეიდერები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო პანიკა ნავთობზე: ვინ და რატომ შექმნა იგი და რა იქნება ახლა

მისი აზრით, ლარის გაუფასურება დღეს მოლოდინის ეფექტითაა გამოწვეული.

„ვინაიდან ჯერ არ გვაქვს ისეთი ფისკალური დანაკარგი, როგორსაც უნდა გამოეწვია ლარის ჩამოშლა, გამომდინარე აქედან, ამ მოლოდინების არხის ნეიტრალიზაციის შემდეგ, სწორი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, კურსმა უნდა შეძლოს იმ ნიშნულთან დაბრუნება, რომლისკენაც ისწრაფოდა, და დასტაბილურება დაიწყოს“, – აღნიშნა ეკონომისტმა.

ბაირახტარის აზრით, რადგან საქართველოში მცურავი კურსის რეჟიმია, პროგნოზების გაკეთება, მით უმეტეს, საგარეო შოკების პერიოდში, ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 16 მარტისთვის >>

„შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ამ შოკების დასრულების შემდეგ და სწორი მონეტარული პოლიტიკის პირობებში კურსი საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რომლისკენაც 2-3 კვირის წინ მიდიოდა“, – აღნიშნა ბაირახტარმა.

მისი თქმით, თუ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება მართვადი გახდება, გლობალური და ქართული ეკონომიკა სწრაფი ტემპებით დაიწყებს აღდგენას.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური