ლარის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია: პრემიერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან პირველად ქვეყნის სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის მხარდასაჭერად ინტერვენცია განახორციელა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,9942 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ქართული ვალუტისთვის ახალი ისტორიული მინიმუმია.

როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე პანიკა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე>>

ლარის კურსმა დოლარის მიმართ დაცემა ორშაბათიდან, 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის მკვეთრი დაცემა დაემატა. კვირის დასაწყისიდან ლარის კურსი 7,9%-ით გაუფასურდა.

ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
რა ელოდება ლარის კურსს? ფინანსთა მინისტრმა მთავარ პრობლემებზე ისაუბრა

გაცვლითი კურსის წინა მინიმალური ნიშნული 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც კურსი იყო 2,9808 GEL/$1.

ლარის ვარდნის შეკავების მიზნით ეროვნულმა ბანკმა პარასკევს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 20 მლნ დოლარი გაყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა.

ეს წელს სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის პირველი სავალუტო ინტერვენციაა. 2019 წელს ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 92,8 მლნ ლარი გაყიდა.

პრემიერი სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ყველამ მშვიდად უნდა გადაიტანოს ლარის კურსის ვარდნა.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ფასები, ნავთობი, კორონავირუსი: საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის შეკავებას გეგმავს

„ლარის კურსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. ეს არის რეაქცია პანდემიასთან დაკავშირებით. ეს არის რეაქცია, რომელიც ყველამ ერთად წყნარად და მშვიდად უნდა გადავიტანოთ", – განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ყველაზე მთავარია ეკონომიკური ზრდის სტიმულაცია და ამისთვის მთავრობა ყველა ნაბიჯს დგამს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება", – განაცხადა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0