ბულგარეთ–თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან

© REUTERS / MYKOLA TYSშემოწმება საზღვარზე
შემოწმება საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით დაბრუნდებიან.

„აღნიშნულმა მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეკლესია კორონავირუსის წინააღდეგ: მღვდლებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს - Sputnik საქართველო
ეკლესია კორონავირუსის წინააღმდეგ: მღვდლებმა თბილისის ქუჩებს ნაკურთხი წყალი აპკურეს

სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრება სპეციალური ავტობუსებით მოხდება.

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0