ეკლესია კორონავირუსის წინააღმდეგ: მღვდლებმა თბილისის ქუჩებს ნაკურთხი წყალი აპკურეს

გამოწერა
ქართული ეკლესია კორონავირუსის წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლაში ჩაერთო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ შეებრძოლა სამღვდელოება საშიშ ინფექციას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩებს ნაკურთხი წყალი აპკურეს. წყალი თავდაპირველად სამების საკათედრო ტაძარში აკურთხეს, იქიდან სასულიერო პირები მაღალი გამავლობის მანქანებით ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში გაემართნენ, რათა ქუჩები ეკურთხებინათ.

მათ მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდეს. გარდა ამისა, საპატრიარქოში გადაწყვიტეს, ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაც აკურთხონ.

საქართველოში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, ათასზე მეტი ადამიანი კარანტინში იმყოფება, კიდევ 64 – ექიმების უშუალო დაკვირვების ქვეშ.

ყველა ახალი ამბავი
0