ავტოიმპორტიორები 1 აპრილამდე შემოყვანილ ავტომობილებზე სპეციალური შეღავათებით ისარგებლებენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოიმპორტიორებისთვის შეღავათების დაწესებაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით არის განპირობებული.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, შეღავათი შეეხება ნებისმიერ ავტომობილს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა 1 აპრილის მდგომარეობით.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ტურისტული სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებს შემოიღებს

იმპორტიორები მათ განბაჟებას შეძლებენ ნებისმიერ დროს 1 სექტემბრამდე და სანქციები არ დაეკისრებათ.

შეღავათი შეეხება დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს.

ავტომობილების იმპორტიორებისთვის შეღავათების დაწესების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

ტურიზმთან დაკავშირებულ სუბიექტებს 4 თვის საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდათ>>

17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0